Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ – საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიმდინარე წელს

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ – საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიმდინარე წელს

25/04/2023 12:29:12 პოლიტიკა

საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას. საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციის დასრულებაზე და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს. საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S