ღარიბაშვილი – საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან
25/04/2023 16:28:33 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
პრემიერის თქმით, საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან.
„ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.


