Accentnews.ge
გერმანიის საელჩო – შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს

გერმანიის საელჩო – შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს

26/04/2023 09:40:54 პოლიტიკა

გერმანიის საელჩოს განცხადებით, შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის.

დიპლომატიური უწყების ცნობით, საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა, რომელიც დღეს აჭარას სტუმრობს, დაათვალიერა ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში 138 მილიონი ევროს ოდენობის გერმანული მხარდაჭერით შეიქმნა.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ელჩმა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. სარფის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც გერმანიის ელჩი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილს შეხვდა, მას შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა საბაჟო უწყების მუშაობას, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ არსებული ტვირთბრუნვის მუდმივ ზრდას უმკლავდება", – აცხადებს საელჩო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S