ხათუნა სამნიძე - საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება ქვეყნის შიგნით
26/04/2023 10:25:39 პოლიტიკა
საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება ქვეყნის შიგნით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრემიერის ევროპაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც სამნიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, „როდესაც „ქართული ოცნება“ მკვეთრად ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა და შიდა აუდიტორიასთან, საკუთარ ამომრჩეველთან კრემლის მსგავსი გზავნილებით წარდგება, ეს ჩვენმა პარტნიორებმა იციან".
"შეკითხვები არსებობს და „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი საკუთარი მესიჯები აკონტროლოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. რატომღაც აქვთ ილუზია იმისა, რომ პარტნიორებმა არ იციან, რა ხდება ქვეყნის შიგნით. სწორედ ამიტომ ჩვენი პარტნიორები ღიად ამბობენ, რომ ერთია 12 პუნქტის შესრულება და მეორეა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.


