საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
26/04/2023 13:04:25 პოლიტიკა
26-28 აპრილს საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვევა , – იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მისი ცნობით, რაუ შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ზბიგნევ რაუ შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთანაც. აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში პოლონელი დიპლომატი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.


