ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
26/04/2023 15:00:11 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშებლები კვირაზე მეტია, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ აქციებს მედიკამენტის მოთხოვნით.


