Accentnews.ge
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ: „ვისაუბრეთ ასევე მიხეილ სააკაშვილის შესახებ“

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ: „ვისაუბრეთ ასევე მიხეილ სააკაშვილის შესახებ“

27/04/2023 08:56:20 პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, რომ ქართველ კოლეეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრეს.

„ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში. მიმდინარე კვირაში მინისტრი დარჩიაშვილი გახლდათ საპატიო სტუმარი ევროსაბჭოში. ამიტომ, ბუნებრივი და აშკარაა, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრები ბრიუსელში გამართული კონსულტაციების გაგრძელებაა და ეხება როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრობლემატიკას, ისე ევროპის უსაფრთხოებას ვილნიუსის ნატოს სამიტის კონტექსტში. ასევე განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის",- აღნიშნა მინისტრმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 26 აპრილს ჩამოვიდა და 28 აპრილამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S