ფოტიგა – IRI-ს კვლევის შესახებ: "ოცნება" უარყოფს ქართველი ხალხის ნებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ
27/04/2023 12:25:01 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" უარყოფს ქართველი ხალხის ნებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ".
"როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებშიც გაწევრიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის და ასევე არა მხოლოდ საქართველოს მეგობრების მოწოდებებს, არამედ ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას",- წერს ფოტიგა სოციალურ ქსელში.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 43% ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ეთანხმება.


