Accentnews.ge
ხაბეიშვილი – "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ

ხაბეიშვილი – "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ

27/04/2023 13:14:08 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ენმ პარლამენტში ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და გამოძიებაშიც აქტიურად ჩაერთვება:

„ჩვენ მზად ვართ, მათ შორის, მხარი დავუჭიროთ ინიციატივას ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. არათუ მხარს დავუჭერთ, ჩავერთვებით გამოძიებაში. ამ საქმეზე მე ერთი წლის წინ სუს-ის უფროსს მივწერე, პროკურორს მივწერე, ცხადია ეს დოკუმენტები არსებობს. თავად [ხელისუფლების წარმომადგენლები] არიან ამ საქმეშიც გარეული და კლანთან შესისხლხორცებულები“ — ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის: 12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, თაღლითური სქემის შედეგად ფულის გამოძალვის საქმის ცენტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ფორმულას“ თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილია. კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ს საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირი არასოდეს ჰქონია. მისი თქმით, იგი აპირებს, რომ BBC-ს მასალასთან დაკავშირებით სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S