თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ დასავლეთს ევაჭრება
27/04/2023 18:27:48 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ დასავლეთს ევაჭრება და რუსეთით აშინებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც აქუბარდიამ განმარტა, შანტაჟი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მაშინ „საქართველოს რუსეთი წაიღებს“.
ამასთან, აქუბარდია ამბობს, რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებსაც აშანტაჟებს და „ფაქტობრივად მძევლად ჰყავს აყვანილი“.
„აშინებს, რომ თქვენ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემთ, მაშინ რუსეთი წაიღებს საქართველოს, ხოლო საქართველოში დასავლეთით აშინებს მოსახლეობას, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და მეორე ფრონტის გახსნა უნდა დასავლეთს, ყველა ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო სექტორს, ასეთი შანტაჟი მიმდინარეობს. შანტაჟი მიმდინარეობს დასავლეთის და მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობის, მძევლად ჰყავთ აყვანილი ფაქტობრივად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.


