პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ დასავლეთს აცხადებს მტრად და რუსეთს ეკონომიკურ პარტნიორად
28/04/2023 07:57:16 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთს აცხადებს მტრად და რუსეთს ეკონომიკურ პარტნიორად, ამას კარგად ხედავენ ამერიკაში, ბრიტანეთში და მთლიანად ევროპაში.
"იცით ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთდა განცხადებები, ამერიკაში სენატორმა შაჰინმაც ისაუბრა, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიულ ნაბიჯებს დგამს და ამ ავტოკრატიისთვის არის სწორედ დამახასიათებელი ის, როგორც ექცევიან წარმატებულ მედია მენეჯერს ნიკა გვარამიას. მოვუწოდებ პრეზიდენტს, არაფერი მას შესაწყალებელი არ აქვს, შეწყალება სჭირდებათ დამნაშავეებს, გვარამიას მიმართ უნდა აღსრულდეს სამართალი და მას აქვს ამის აღსრულების მექანიზმი. როცა მიდის ევროპარლამენტში, იქ მხოლოდ ლაპარაკის დრო ჩვენ არ გვაქვს, გადაწყვეტილი საქმეებით უნდა ვიდგეთ იქ და რეკომენდაციების მეშვიდე მუხლის მოგვარებული საკითხით უნდა ჩავიდეს იქ პრეზიდენტი," - განაცხადა მანჯგალაძემ.


