Accentnews.ge
მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა

მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა

28/04/2023 07:29:04 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

„ბრიტანეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მის საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადებები მხედველობაშია მისაღები. როგორც „ოცნება“ იქცევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში ექცევა, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ”, - განაცხადა დაუშვილმა.

მისი თქმით, საკმაოდ მძიმე შეფასება გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

„რეალობაა ის, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად ავტოკრატიის გზაზეა. რასაც აკეთებს არ ემსახურება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებს, ამიტომ მსგავსი შეფასებები გასათვალისწინებელია. თუმცა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს არ მაქვს“, - განაცხადა დაუშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S