Accentnews.ge
საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

28/04/2023 13:17:07 პოლიტიკა

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კატრინ კოლონა ასევე შეხვდება პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ ეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S