Accentnews.ge
საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია

29/04/2023 19:13:50 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია. დღეს ათ ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მმართველი პარტია "ქართული ოცნება" იმარჯვებს.

წინასწარი პირველადი შედეგები მედიას ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.

რვა კანდიდატიდან ექვს შემთხვევაში არჩევნები უკონკურენტოდ ტარდებოდა.

მისი ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო.

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა.

"ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს.

  • საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:

№ 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 %

№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33 %

  • საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:

გურჯაანი -№ 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა

თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა

ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა

ტყიბული

№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)-1 321 ხმა 86.62 %

№51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა, 13.38 %

ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა.

  • მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია:

ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა

თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 9 559 ხმა

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო წინასწარი მონაცემები იმ 117 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

საქართველოს ათ საარჩევნო ოლქში არჩევნები დამთავრდა - ამომრჩეველს ხმის მიცემა 12 საათის განმავლობაში დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლო. იმის გამო, რომ 6 ოლქში მხოლოდ "ქართული ოცნება" მონაწილეობდა, ყველა ხმა - 100% მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S