Accentnews.ge
NATO-ში აშშ-ს ელჩი: "რუსები ავითარებენ ნარატივს მეორე ფრონტზე, ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს მშვიდობიანი ქვეყანა"

NATO-ში აშშ-ს ელჩი: "რუსები ავითარებენ ნარატივს მეორე ფრონტზე, ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს მშვიდობიანი ქვეყანა"

01/05/2023 05:48:18 პოლიტიკა

NATO-ში შეერთებული შტატების ელჩი ჯულიენ სმიტი საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებით განცხადებებს რუსულ ნარატივს უწოდებს.

მისი თქმით, რუსეთი ცალკეულ ქვეყნებში საზოგადოების გასახლეჩად ჰიბრიდულ ტაქტიკებს იყენებს.

"რუსები დიდი ხანია ავითარებენ ალტერნატიულ ნარატივს მეორე ფრონტის შესახებ, ეს ყალბი ნარატივია და ამას ჩვენ საერთო ძალისხმევით უნდა დავუპირისპირდეთ. მთავარი, რაც ამერიკას და NATO-ს სურთ, არის რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, სტაბილური ქვეყანა და რომ ყველამ პატივი სცეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. იმედი მაქვს ქართველიო ხალხი გაერთიანდება და ერთიანი ძალისხმევით უკუაგდებს რუსულ კონტრნარატივს მეორე ფრონტის თაობაზე. სასურველია, ქართველი ხალხი და პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ. სწორედ ეს ერთობაა ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე, მათ შორის რუსული ცრუ ნარატივის მოსაგერიებლად. რუსეთის მცდელობები გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება, ძალიან ძალიან რეალურია. რუსეთი ახლა ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებს, რომ ეს გახლეჩა საზოგადოების შიგნიდან მოხდეს, როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე ცალკეულ ქვეყნებში", - განაცხადა ჯულიენ სმიტმა "მთავარი არხის" ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S