Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე:  "საუბარი ნეიტრალიტეტზე არის მავნებლობა, არ იყო ნატო და ევროკავშირი, მაგრამ რუსეთი საქართველოს ანგრევდა"

პაატა მანჯგალაძე:  "საუბარი ნეიტრალიტეტზე არის მავნებლობა, არ იყო ნატო და ევროკავშირი, მაგრამ რუსეთი საქართველოს ანგრევდა"

01/05/2023 08:16:10 პოლიტიკა

"ეს არის რუსული საგარეო დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი სპეციალური დანაყოფი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გია გაჩეჩილაძესა (უცნობი) და მისი თანამოაზრეების შესახებ განაცხადა, რომელთა ორგანიზებით გუშინ თბილისში აქცია გაიმართა.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აქციაზე გაჟღერებული თითოეული განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული.

"გუშინდელი შეხვედრა იყო ძალიან სამარცხვინო. მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, მაგრამ იქ გაჟღერებული განცხადებები არ იყო განსხვავებული აზრი, ყველა სიტყვა იყო მავნებლობა, ბოროტმოქმედება და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ნეიტრალიტეტზე იფიქროს საქართველომ, ეს არის მავნებლობა და დუგინის გეგმა საქართველოში, რომ საქართველო აიძულონ დათმოს სუვერენიტეტი ბუტაფორიული მშვიდობის ნაცვლად. არ იყო ნატო და ევროკავშირი, მაგრამ რუსეთი საქართველოს ანგრევდა, ღებავდა ეკლესიებს, კლავდა პატრიოტებს. 1921 წელს, რა საქართველო ნატო-ს წევრი იყო და ამიტომ დაგვესხა რუსეთი თავს? 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რატომ გააუქმეს? ნატო-ს წევრი იყო და ამიტომ?! პატრიარქებს რატომ გვიკლავდნენ?! სამწუხაროა, რომ ეს ხალხი გამოყენებულია მტრული მიზნებისთვის, ეს შეკრება შემთხვევითი არ არის, ეს არის რუსული საგარეო დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი სპეციალური დანაყოფი და იდეოლოგია,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა - აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S