Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე - მიუხედავად ჩამოყვანილი ადამიანებისა და მრავალკვირიანი კამპანიისა, გუშინდელი აქცია იყო იმის მაჩვენებელი, რომ რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს

ხატია დეკანოიძე - მიუხედავად ჩამოყვანილი ადამიანებისა და მრავალკვირიანი კამპანიისა, გუშინდელი აქცია იყო იმის მაჩვენებელი, რომ რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს

01/05/2023 08:23:09 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე გუშინ თბილისში გამართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "მიუხედავად მრავალკვირიანი კამპანიისა და ორგანიზებისა, ამ აქციამ აჩვენა, რომ რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში მომავალი არ აქვს".

"ეს ადამიანები იყვნენ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ადამიანები და სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" მოვლით და არაპირდაპირი გზით ცდილობს ადამიანების შეცდომაში შეყვანას და ანტიდასავლური გზავნილების გამეორებას. მიუხედავად ორგანიზებულობისა, ჩამოყვანილი ადამიანებისა, მრავალკვირიანი კამპანიისა, მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, ეს აქცია იყო იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში, სადაც მოსახლეობის 85 პროცენტს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი ჩვენი ქვეყანა, რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას მომავალი არ აქვს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებით გახმოვანებულ მოთხოვნას, ესეც ხომ არ არის ახალი, 11 წელია, ეს გვესმის, 11 წელია, ამაზე დგას ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ "ქართული ოცნების" პარადიგმიდან უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა და კანდიდატის სტატუსი მიიღოს," - განაცხადა დეკანოიძემ.

30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა - აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S