Accentnews.ge
კალაძე – რუსული „კამაზების" შესახებ: "მერიას უფლება არ აქვს, განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან უნდა იყოს ტექნიკა"

კალაძე – რუსული „კამაზების" შესახებ: "მერიას უფლება არ აქვს, განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან უნდა იყოს ტექნიკა"

01/05/2023 08:36:11 პოლიტიკა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ტენდერებს კანონით გათვალისწინებული წესით აცხადებს და არ აქვს უფლება, ტენდერის მონაწილეები რაიმე ნიშნით შეზღუდოს.

ამის შესახებ მან „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ, ქუჩების მორეცხვის მიზნით შესყიდულ, „კამაზის“ მარკის ავტომანქანებზე საუბრისას აღნიშნა.

„თბილისის მერია არ განსაზღვრავს, თუ რომელი კომპანიიდან უნდა იყოს შესყიდული ტექნიკა და არანაირი უფლება არ აქვს, კანონით განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან უნდა იყოს ტექნიკა ან რომელი ფირმის უნდა იყოს. თბილისის მერია აცხადებს შესაბამის ტენდერს, რომელიც არის კანონით გაწერილი. თუ რაიმე პრობლემა არსებობს, აღნიშნულ კომპანიებს ვერ ექნებათ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ეს შეიძლება იყოს ქართული კომპანია ან უცხოური“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის კომენტარს მერიის პრეს–სამსახური ავრცელებს.

„თბილსერვის ჯგუფმა“ КАМАЗ-ის მარკის 10 სპეცმანქანა შეისყიდა და მათში 4.5 მილიონამდე ლარი გადაიხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S