ევროკავშირის ელჩი: "ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ ქვეყანა და ქართული კომპანები სანქციების გვერდის ასავლელად არ გამოიყენონ"
01/05/2023 09:09:45 პოლიტიკა
"ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესა იმ მიზნით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეაჩეროს.
"ჩვენი მიზანია რუსეთის ქცევის შეცვლა და იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რაც შეიძლება მალე შეაჩეროს. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი არის სანქციები. სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო მიერ ხდება და ასევე ჩვენ ამას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ვიცი, რომ ამ ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვაგვარად შეაქვს. საქართველომ შემოიღო ზოგიერთი ჩვენი სანქცია, არა ყველა მათგანი. ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, ქვეყნის ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ საქართველო ხელს უწყობს ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას“, - განაცხადა ელჩმა.


