Accentnews.ge
წილოსანი –"უცნობის" აქციის შესახებ: "ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო"

წილოსანი –"უცნობის" აქციის შესახებ: "ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო"

01/05/2023 09:57:33 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ "უცნობის" აქცია 'სასიამოვნო სანახავი იყო".

„ბოლო დროს ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით გამსჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული მშვიდობისკენ მიმართული და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო და ეს იყო ამ შეკრების დევიზი. მშვიდობა არის უპირატესი მიზანი ახლა, მძიმე საომარ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება და თავისთავად მშვიდობის ფონზე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის, იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს, თავისთავად ეს ყველაფერი გვაერთიანებს აქციის მონაწილეებთან“, - განაცხადა წილოსანმა.

30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა - აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S