Accentnews.ge
რატომ ჩადის დარჩიაშვილი ისრაელში

რატომ ჩადის დარჩიაშვილი ისრაელში

01/05/2023 16:53:21 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 1-3 მაისს ისრაელს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს, ასევე ქვეყნის "აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს".

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება:

  • საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;
  • ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის თაობაზე.

როგორც ანონსდება, დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S