Accentnews.ge
დუდა – დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება

დუდა – დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება

02/05/2023 06:32:56 პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას თქმით, 2025 წელს პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ მან პოლონეთის პრემიერ–მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის პრეზიდენტობისას მთავარი პრიორიტეტი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება იქნება.

"მე და პრემიერ–მინისტრმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის ლოდინი, რას ნიშნავს გინდოდეს, გახდე თავისუფალი დასავლეთის ნაწილი. დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღება", - განაცხადა დუდამ.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას გასული წლის ივნისში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ამ სტატუსს საქართველო შემოდგომაზე ელოდება. საქართველოს საკითხი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად განიხილება, თუმცა სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოზე არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S