Accentnews.ge
„ალტ-ინფო": „ოცნებამ" თავად ჩაატარა აქცია და კონსერვატიული ფლანგის მოთხოვნები დააყენა, რაც მისასალმებელია"

„ალტ-ინფო": „ოცნებამ" თავად ჩაატარა აქცია და კონსერვატიული ფლანგის მოთხოვნები დააყენა, რაც მისასალმებელია"

02/05/2023 09:39:37 პოლიტიკა

„ყველა ვარიანტში კარგია, მთავრობა რომ უკვე მკაფიო გადაწყვეტილებას იღებს, ყოველ შემთხვევაში, მთავრობასთან ასოცირებული ჯგუფი, აშკარად კონსერვატიულ რიტორიკაზე რომ გადადის”, – ასე აფასებს „ალტ-ინფო” "უცნობის" აქციას.

„ალტ-ინფოს" წევრების თქმით, „უცნობის” აქცია „ქართული ოცნების” დაანონსებული და დაორგანიზებული იყო.

„მართლა მნიშვნელოვანია, რომ ეს აქცია შედგა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მივიღეთ რეალობა, სადაც რეალურად „ოცნების” წარმომადგენლებმა ღიად დააყენეს მოთხოვნები, რომლებიც მართლა საჭიროა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კონსერვატიული ფლანგი მოითხოვდა, აყენებდა. პრობლემებს, რომელიც დღის წესრიგში იდგა, მათ შორის „ოცნების” პოლიტიკის გამო. ახლა „ოცნებამ” თვითონ ჩაატარა აქცია, რომელზეც იგივე მოთხოვნები დააყენა”, – განაცხადა შოთა მარტინენკომ.

"ალტ ინფოს" კიდევ ერთი წევრი გიორგი ქარდავა აცხადებს, რომ "ტენდენცია, პოლიტიკური ტრენდი, არის მათკენ", რაც, მისი თქმით, ცალსახად მისასალმებელია".

30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა. ღონისძიება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ დაიგეგმა. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.

აქციის დასასრულს, მისმა ორგანიზატორებმა შემდეგი მოთხოვნები ჩამოთვალეს:

  • "ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს".
  • "უნდა გატარდეს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის“;
  • "ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს - კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას“.
  • "დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს";
  • "ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა";
  • "პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S