Accentnews.ge
მდინარაძე – რასაც უკრაინაში აკეთებენ, იმ საშინელებისთვის, თურმე ეს ჩიპები შედის საქართველოდან

მდინარაძე – რასაც უკრაინაში აკეთებენ, იმ საშინელებისთვის, თურმე ეს ჩიპები შედის საქართველოდან

02/05/2023 10:17:14 პოლიტიკა

მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტი მომატებულია.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ელექტრონულ საქონელში“ ე.წ. ჩიპები იგულისხმა.

„აქ არის საუბარი ე.წ. ჩიპებზე, რუსეთი ვაჭრობს ნახევარ მსოფლიოსთან, მათ შორის, ინდოეთთან, ჩინეთთან და აღარ გავაგრძელებ, და თურმე საქართველოდან ჩიპები, რომელიც 3 ჩანთა რომ შეიტანოს ვიღაცამ თვითმფრინავში, ბევრისთვის იქნება საკმარისი. იმ საშინელებისთვის, რასაც აკეთებენ უკრაინაში, თურმე მაინცდამაინც ეს ჩიპები შედის საქართველოდან. აი, ამ სიგიჟეს გაჯერებენ, მერე კითხვებს გასმევინებენ და მერე ამაზე პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“ პასუხს სთხოვთ“, – ამბობს მდინარაძე.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები შეურაცხმყოფელია.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საქმე ეხება ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებას, მდინარაძემ უპასუხა, რომ სახელებსა და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა. "მნიშვნელოვანია ის სიმართლე, რომელსაც გიხსნით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S