Accentnews.ge
მიხეილ დაუშვილი - გჭირდებათ პოლიტიკური კორუფცია იმისთვის, რომ დააფინანსოთ არჩევნები და შეინარჩუნოთ ძალაუფლება

მიხეილ დაუშვილი - გჭირდებათ პოლიტიკური კორუფცია იმისთვის, რომ დააფინანსოთ არჩევნები და შეინარჩუნოთ ძალაუფლება

02/05/2023 10:22:59 პოლიტიკა

"თქვენ სერიოზული შანსი გქონდათ, რომ ანტიკორუფციული მიმართულებით სიღრმისეული რეფორმა ერთობლივად გაგვეტარებინა, მაგრამ ეს შანსი არ გამოიყენეთ. გჭირდებათ პოლიტიკური კორუფცია იმისთვის, რომ დააფინანსოთ არჩევნები და ძალაუფლება შეინარჩუნოთ", - ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართა.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკური კორუფციის მიზნებით ხდება და ამის საბოლოო ამოცანა „შავი ფულით“ არჩევნების დაფინანსებაა.

„ორი ძირითადი რამის გეშინიათ - პირველი იმის, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს. მეორე - გეშინიათ იმის, რომ სასამართლო სისტემაში მაღალი ალბათობით კონკრეტული გავლენის ჯგუფს შესრულებული აქვს კონკრეტული დავალებები თქვენი პარტიული მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის ძირითადი მიზანი, რის გამოც, თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ საგამოძიებო კომისიის შექმნას და აქაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორუფციაა. კორუფციასთან ბრძოლა იყო და არის 12 პუნქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თქვენ სერიოზული შანსი გქონდათ, რომ ანტიკორუფციული მიმართულებით რეალური, სიღრმისეული რეფორმა ერთობლივად გაგვეტარებინა, შეგვექმნა ისეთი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც ექნებოდა გამოძიების ფუნქცია, აღჭურვილი იქნებოდა ყველა იმ ფუნქციით, რაც საგამოძიებო ორგანოს უნდა ჰქონდეს, იქნებოდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, მაგრამ თქვენ ეს შანსი არ გამოიყენეთ. გჭირდებათ პოლიტიკური კორუფცია იმისთვის, რომ დააფინანსოთ არჩევნები და ძალაუფლება შეინარჩუნოთ. კორუფციული ფაქტების გამოვლენის გამო, ასევე პარტიული ინტერესების შესახებ ფაქტების გამოვლენის გამო ხელს აფარებთ გირგვლიანის, მოლაშვილის მოსამართლეებს თქვენ [ამით] გეშინიათ იმ უამრავი კანონდარღვევის შესახებ ფაქტის გამოვლენის, რომელიც რეალურად სასამართლო სისტემაში არსებობს“, - განაცხადა დაუშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S