Accentnews.ge
ინჯია "უცნობის" აქციის მოთხოვნებს პარლამენტში კანონპროექტად წარადგენს

ინჯია "უცნობის" აქციის მოთხოვნებს პარლამენტში კანონპროექტად წარადგენს

02/05/2023 10:56:05 პოლიტიკა

"სოციალ დემოკრატების” ლიდერი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 30 აპრილის აქციის მოთხოვნათა შესაბამისად, მიმდინარე კვირაში პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ.

მან პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მოთხოვნები, მათ შორის „ლგბტ-პროპაგანდის” კანონით აკრძალვის შესახებ მოთხოვნა და აღნიშნა, რომ უერთდება მათ.

„ყველა გამომსვლელს მადლობა მინდა ვუთრხა, ეს იყო ხალხი – გულანთებული, მთელი სულით და გულით საუბრობდნენ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს. და პირველ რიგში აქ იყო მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ. მოთხოვნები, რომელმაც იქ გაიჟღერა. ჩავთვალე, რომ აქ კიდევ ერთხელ წამეკითხა, რათა პირველ რიგში მმართველმა პარტიამ გაიგოს", – განაცხადა ინჯიამ და მოთხოვნების ჩამონათალი წაიკითხა.

მისი თქმით, ამ კვირაში წარმოვადგენს კანონების პაკეტს, "რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, რომელთა ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნები გააჟღერა მონატრებულ კრებაზე მისმა წამყვანმა ზაზა პაპუაშვილმა”.

30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა. ღონისძიება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ დაიგეგმა. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.

აქციის დასასრულს, მისმა ორგანიზატორებმა შემდეგი მოთხოვნები ჩამოთვალეს:

  • "ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს".
  • "უნდა გატარდეს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის“;
  • "ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს - კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას“.
  • "დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს";
  • "ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა";
  • "პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S