ენმ ხელისუფლებას სკოლაში კვების დანერგვის ორ გამოსავალს სთავაზობს
02/05/2023 11:39:41 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს, რომ პარტიამ ხელისუფლებას სკოლებში კვების მოგვარების ორი გამოსავალი შესთავაზა. თუმცა ამ დრომდე მოქალაქეებს არ აქვთ პასუხი, როდის დაინერგება აღნიშნული პროგრამა სკოლებში.
წითლიძის განცხადებით, უფასო კვებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების სამინისტროს პასუხია, რომ სკოლების 80%-ს სასადილო არ აქვს და საჭიროებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
„ჩვენ გთავაზობთ ორ გამოსავალს. პირველი ეს არის ე.წ. „სქულ ქარდები“, რომელიც საჭიროებს ერთი ბავშვისთვის წელიწადში 680 ლარის გამოყოფას, რისი განხორციელებაც ჩვენ პირველკლასელებისთვის შევძელით წალენჯიხაში და მეორე, ეს არის ე.წ. „ლანჩბოქსები“, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაც არის და შესაძლებელია, სკოლაში განხორციელდეს მიტანის სერვისით. ხელისუფლებას გთავაზობთ, კონკრეტულ გამოსავალს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უფასო კვების პროგრამა დაინერგოს საჯარო სკოლებში სწრაფად და ხარისხიანად თუ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება ექნება. 680 ლარი წელიწადში არის ის თანხა, რომლის დაფინანსებაც შესაძლებელია და საქართველოს ბიუჯეტი სწორად გადანაწილების შემთხვევაში, ამის საშუალება იძლევა“, - განაცხადა წითლიძემ.
როდის დანერგავს სახელმწიფო სკოლებში უფასო კვების პროგრამას, რომელზეც წელიწად-ნახევარზე მეტია, მუშაობს, ჯერ–ჯერობით უცნობია.


