Accentnews.ge
ელენე ხოშტარია - „ალტ-ინფოს“ კანონპროექტი ევროპული კანდიდატობის სტატუსის პირდაპირი და მორიგი საბოტაჟია

ელენე ხოშტარია - „ალტ-ინფოს“ კანონპროექტი ევროპული კანდიდატობის სტატუსის პირდაპირი და მორიგი საბოტაჟია

03/05/2023 10:00:04 პოლიტიკა

"კოკა მორგოშია კი არ არის საინტერესო - საინტერესოა და მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომელიც დღეს მორიგი ანტიევროპული და ანტიდასავლური კანონის დარეგისტრირებას გეგმავს, რომელზეც აუცილებლად პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირდაპირი და მორიგი საბოტაჟია.

"ეს საბოტაჟი თავის დროზე გვარამიას დაჭერით არ გამოუვიდათ. ასევე, ეს საბოტაჟი „რუსული კანონით“ არ გამოუვიდათ, მათ დიდი წინააღმდეგობა მიიღეს და ზუსტად იმავეს ამ „ალტ-ინფოს“ რუსულ კანონზე მიიღებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ანგრევს. კოკა მორგოშია არის მოძალადე, რუსეთისგან დაფინანსებული, რომელსაც „ქართული ოცნება“ მფარველობს. მამუკა მდინარაძემ პირდაპირ თქვა, რომ მიზანშეწონილი არის მსგავსი კანონის განხილვა, რომელსაც ლობირებს, წერს და ამისთვის პირდაპირ ხალხს ქუჩაში ურტყამს, მათ შორის ჟურნალისტებს. კოკა მორგოშია კი არ არის საინტერესო, საინტერესო და მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომელიც დღეს მორიგი ანტიევროპული და ანტიდასავლური კანონის დარეგისტრირებას გეგმავს, რომელზეც აუცილებლად პასუხს მიიღებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის: პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ „უტყუარი ინფორმაცია“ აქვს, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიიღებს, რომელსაც „ალტ–ინფოს“ პარტია ლობირებს.

„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია, ვითხოვთ და ვიბრძვით! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში“, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

2 მაისს "სოციალ დემოკრატების” ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ "უცნობის" აქციის მოთხოვნებს პარლამენტში კანონპროექტად წარადგენს.

30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა. ღონისძიება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ დაიგეგმა. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.

აქციის დასასრულს, მისმა ორგანიზატორებმა შემდეგი მოთხოვნები ჩამოთვალეს:

  • "ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს".
  • "უნდა გატარდეს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის“;
  • "ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს - კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას“.
  • "დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს";
  • "ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა";
  • "პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S