NDI – პრემიერის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 30% აფასებს, პრეზიდენტისას - 17%
03/05/2023 10:13:34 პოლიტიკა
"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 30% აფასებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისას - 17%.
- კერძოდ, გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 41% საშუალოდ, 28% კი ცუდად. კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა.
- პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 30% აფასებს კარგად, 31% საშუალოდ, 28% კი ცუდად. პრემიერის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა.
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.


