NDI – მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი
03/05/2023 10:34:09 პოლიტიკა
"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.
კვლევის შედეგების თანახმად, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.
რაც შეეხება პარლამენტს,საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას 13% აფასებს დადებითად, 30% – საშუალოდ; 37% კი – ცუდად.
კვლევის მიხედვით, პარლამენტისადმი დამოკიდებულება პარტიულ სიმპათიებთან არის კავშირში.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.
კითხვაზე: „გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამიანების შეხედულებებს?“ 38% ფიქრობს, რომ ეთანხმება, 51% მიიჩნევს, რომ არ ეთანხმება.
ამასთან, NDI-ს კვლევის მიხედვით, უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს.
ცნობისთვის: გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.


