საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება გაფორმდა
03/05/2023 13:14:37 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის მინისტრ ჰაიმ კაცს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.


