ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ
03/05/2023 15:35:35 პოლიტიკა
ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ, შეიწყალოს ნიკა გვარამია,– ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელს 20-მდე ევროპარლამენტარი აწერს.
“დღეს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. ამის გამო მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივმართოთ, რათა ნიკა გვარამიას შეწყალება განიხილოს. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს სიმბოლურ გზავნილს გადავცემთ”, - წერს გრეგოროვა.


