Accentnews.ge
თამარ კორძაია –  ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ სამ საკითხს: დეპოლარიზაცია, მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა, ამ მიმართულებით კრიზისს „ოცნება“ ქმნის

თამარ კორძაია –  ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ სამ საკითხს: დეპოლარიზაცია, მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა, ამ მიმართულებით კრიზისს „ოცნება“ ქმნის

04/05/2023 09:41:36 პოლიტიკა

ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ სამ საკითხს: დეპოლარიზაცია, მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა - ამ მიმართულებით კრიზისს „ქართული ოცნება“ ქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გზავნილები აჩვენებს, რომ ევროპელები ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწყობს ევროინტეგრაციას".

„ყველაფერს თავი რომ დავანებით, ნიკა გვარამია უკვე ერთი წელია ციხეში ზის ისეთი მსუბუქი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც არავინ ზის ციხეში. ხომ შეიძლება გამოუშვან, უზენაესმა გამოუშვას ან პრეზიდენტმა გამოუშვას?! მაგრამ ასეთი ქმედებებით ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწყობს საკუთარ მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპელები ამას ხედავენ“, - განაცხადა კორძაიამ.

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მივმართავენ, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S