ანა ნაცვლიშვილი - თუ ხელისუფლებას, როგორც "ქურდს ქუდი არ ეწვის", მაშინ გაიხსნას შავი ყუთი „ქოლ-ცენტრების“ სახელწოდებით და ყველამ გაიგოს სიმართლე
04/05/2023 09:46:44 პოლიტიკა
"თუ ხელისუფლება უბრალოა „ქოლ-ცენტრების“ საქმეში და მას როგორც "ქურდს ქუდი არ ეწვის", თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიების დაბლოკვით, "ქართული ოცნება" სიმართლეს ბლოკავს.
"მსგავსი სისულელე არ მომისმენია არავისგან, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ იურისტია. რაც უფრო მეტ სისულელეს იტყვის" ქართული ოცნება", მათთვის მით მძიმე იქნება" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის: პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთადერთი, ვის ინტერესშიც არის ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეს არის დავით კეზერაშვილი.
"საგამოძიებო კომისიას რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გამოძიებაში არსებული მასალები, საკითხები გამოიტანოს საჯაროდ, სწორედ ამის მიმართ აქვს დიდი ალბათობით ინტერესი დავით კეზერაშვილს, რომ საკითხები, რაც დღემდე ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, წინსწრებით გაიგოს, თუ რაზეა საუბარი, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.


