Accentnews.ge
ანა ბუჩუკური – ბუდაპეშტში პრემიერის გამოსვლის შესახებ: "ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი"

ანა ბუჩუკური – ბუდაპეშტში პრემიერის გამოსვლის შესახებ: "ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი"

04/05/2023 09:54:58 პოლიტიკა

"ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი. მთელი ეს პროპაგანდა უმცირესობებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდის გაღვივებას ემსახურება", - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ბუდაპეშტში კონსერვატორთა კონფერენციაზე.

ბუჩუკურის თქმით, კორუფცია და ადამიანების დაჩაგვრა ქრისტიანული ღირებულებები არ არის.

"ღარიბაშვილისთვის ამის შეხსენებას აზრი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ევროპა არის ქრისტიანული სამყაროს ნაწილი. პირველ კურსზე ისწავლება, რომ ადამიანის უფლებები, როგორც ღირებულება სწორედ ქრისტიანული იდეოლოგიიდან მოდის. ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" არაფერი საერთო ქრისტიანულ ღირებულებებთან არ აქვთ, ფულის მოპარვა, კორუფცია, ადამიანები დაჩაგვრა ქრისტიანული ღირებულებები არ არის," - განაცხადა ბუჩუკურმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S