Accentnews.ge
გონჩარენკო  – ივანიშვილის დასანქცირება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია

გონჩარენკო  – ივანიშვილის დასანქცირება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია

04/05/2023 13:32:00 პოლიტიკა

უკრაინის პარლამენტის წევრი ოლექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ "ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მოსკოვს დაუახლოვოს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ყველაზე ეფექტური ბერკეტია".

"საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ ჩემ შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ფრენსის ფუკუიამა ნაძირალა გონჩარენკოსთან ერთად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. ივანიშვილი, რომელიც მთლიანად კრემლის კონტროლს ექვემდებარება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოსკოვს დაუახლოვდეს, ამიტომ მის მიმართ სანქციების შემოღება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია",- წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S