Accentnews.ge
ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ახალ პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტები" ერქმევა

ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ახალ პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტები" ერქმევა

04/05/2023 17:15:25 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, დეპუტატები ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძე ახალ, 2-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტებს" დაარქმევენ. სახელწოდების შერჩევამდე რომან გოცირიძემ „ფეისბუკის" პირად გვერდზე მოქალაქეებს სთხოვა სახელწოდების შესარჩევად სხვადასხვა ვერსია დაეწერათ.

„ბევრჯერ იყო აქ ნახსენები ევროპა, როგორც დროის სულისკვეთება. დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ სახელი ევროოპტიმისტები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მოქმედ პარლამენტის მიერ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, არანაკლებ პარლამენტის ორ წევრს შეუძლია, რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი.

„ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 30 იანვარს ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა.

ხაბეიშვილის არჩევიდან მეორე დღეს, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ტოვებდა პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას. დაახლოებით ორ კვირაში, 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა. 23 მარტს კი ხატია დეკანოიძემ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S