Accentnews.ge
ბიზნესის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიმართეს

ბიზნესის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიმართეს

04/05/2023 19:42:19 პოლიტიკა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით 9 წამყვანმა ბიზნესასოციაციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის სანდრო ჭუმბურიძის განცხადებით, 9 ბიზნესასოციაცია ერთიანი მოთხოვნით უერთდება მოთხოვნას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"ჩვენ 9 ბიზნესასოციაცია ერთიანი მოთხოვნით ვუერთდებით, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი განცხადება ბრიუსელში და ჩვენს მთავრობასთან გაიგზავნება. ტექსტში ასახულია, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, ეს არის პოლიტიკური და მნიშვნელოვანი აქტი. კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია ბიზნესის შემდეგი განვითარებისთვის და წარმატებული ოპერირებისთვის. არა მარტო ეს 12 პუნქტი, ზოგადად ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირის სივრცეს ეხება, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა შესრულდეს. მოცემულობა ნამდვილად მარტივი არ არის, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად ხალხის ნება უნდა აღასრულოს. ეს არის ხალხის მოთხოვნა, რომ ევროპული დიდი ოჯახის ნაწილი გავხდეთ. ხალხის მიერ დაქირავებულმა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, განურჩევლად მიმართულებისა ყველა ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ამ განცხადებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იმისათვის, რომ საქართველოს სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იყოს. საქართველოში 9 მოწინავე ორგანიზაცია შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, რომ ჩვენი ოჯახი არის ევროპა. ამისათვის, ის რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა უნდა შესრულდეს. განურჩევლად იმისა, რომელ მიმართულებაში არიან, რომელ პარტიაში არიან, მთავრობაა თუ ოპოზიცია, ეკონომიკური მიმართულებით არიან, თუ სხვა მიმართულებით, მთლიანი კონსოლიდირებული ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ყველა ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს და ქვეყანამ ეს სტატუსი უნდა მიიღოს“, - განაცხადა სილაგავამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S