Accentnews.ge
სიმონიანი კალაძის განცხადებას ეხმიანება: “საქართველო გონივრულად იქცევა”

სიმონიანი კალაძის განცხადებას ეხმიანება: “საქართველო გონივრულად იქცევა”

05/05/2023 06:14:12 პოლიტიკა

რუსეთის სახელისუფლებო, პროპაგანდისტული გამოცემა Russia Today რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე "დაპოსტა" და აღნიშნა, რომ "საქართველო გონივრულად იქცევა".

“საქართველო ამ ვითარებაში განსაკუთრებულად გონივრულად იქცევა. გასაოცრად. ნეტავ სომხეთიც ასე იქცეოდეს”, — ამგვარად შეაფასა სიმონიანმა კალაძის განცხადება, რომლშიც ქართველი პოლიტიკოსი უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებული სანქციებთან არშეერთებას ხსნის იმით, რომ "საქართველოს მიერ დაწესებული სანქციებით რუსული ეკონომიკა არ დაზიანდებოდა":

“რატომ არ შევუერთდით სანქციებს? ამაზეა ძირითადად საუბარი. ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას?”, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S