ანა ნაცვლიშვილი - ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი, მის მიერვე დაწერილ წიგნებში ჩაეხედა, მის განმარტებას დავეყრდნობით, როცა საკონსტიტუციოს მივმართავთ
05/05/2023 08:14:03 პოლიტიკა
"ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი, რომ მის მიერვე დაწერილ წიგნებში ჩაეხედა", - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწევთ თქვან, რომ ან ძველად ტყუოდა ირაკლი კობახიძე, როცა შესაბამის განმარტებებს წერდა, ან ახლა ტყუის.
"არ ვიცი, ალბათ, მისი დაწერილია ის წიგნი, მისი სახელი და გვარი ადევს კონსტიტუციის შესაბამის განმარტებებს და ჩვენ მათ შორის, კობახიძის განმარტებას დავეყრდნობით, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ან უნდა თქვას, რომ ის წიგნები მისი დაწერილი არ არის, რაც სერიოზული სკანდალი იქნება, ან თავად უნდა გაიხსენოს, რას წერდა 2012 წლამდე სახელმძღვანელოებში კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე. როგორც ჩანს, ნანობს ახლა ძალიან იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციაში განხორციელდა, მაგრამ ეს ცვლილებები არის მოქმედი კანონმდებლობა და მისი უკან წაღება ვერ მოხერხდება. ამიტომ, მოუწევთ საკონსტიტუციო სასამართლოში თქვან, რომ ან ძველად ტყუოდა ირაკლი კობახიძე, როცა ამას წერდა, ან ახლა ტყუის. ყველა შემთხვევაში მატყუარა გამოდის,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


