ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა
05/05/2023 08:50:02 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა, – ამის შესახებ მის ქონებრივი დეკლარაციაშია აღნიშნული.
გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფლობს დიდძალ ქონებას, საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართებს, აქვს წილები სხვადასხვა კომპანიაში.
დეკლარაციის მიხედვით, ფრიდონ ინჯია საკუთარ სახელზე ფლობს სულ მცირე 3 ძვირადღირებული მსუბუქ ავტომანქანას. ამ ავტომანქანებიდან [S 560 MAYBACH] ერთ-ერთი 2021 წელს შეიძინა და მასში 136 000 ევრო გადაიხადა. გარდა ამისა, მის საკუთრებაშია ძვირადღირებულ ცეცხლსასროლ იარაღი, რომელიც, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, 2016 წელს აჩუქეს.


