Accentnews.ge
გიორგი ვაშაძე – "ოცნების" მაღალჩინოსნებს: “ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში”

გიორგი ვაშაძე – "ოცნების" მაღალჩინოსნებს: “ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში”

05/05/2023 10:33:52 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქოლ–ცენტრების" საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველ პარტიას მისი ოჯახის რეპუტაციის შებღალვა სურს.

“არ შეგრჩებათ თქვე ნაძირლებო, ეს თქვენი ქმედებები! კიდევ ერთხელ გეუბნებით, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში!. რამდენი ახალგაზრდა გააფუჭეს ამ ნაძირლებმა ამ "ქოლ –ცენტრების" დანაშაულებრივ სქემაში ჩართვით. ვეუბნები “ქართული ოცნების” ყველა იმ მაღალჩინოსანს, ვინც ახლა ცდილობს, რომ შებღალოს ჩემი, ჩემი ოჯახის რეპუტაცია, თქვენ აუცილებლად აგებთ პასუხს იმისთვის, რასაც ახლა აკეთებთ. თქვენ აღიარებითი ჩვენება მიეცით უკვე, როცა საგამოძიებო კომისიის შემქნაზე უარი თქვით. ხომ აქვს რაღაცას ზღვარი, არ შეგრჩებათ, ყველანი იქნებით ციხეში. აქეთ უნდათ ბრალი დაგვდონ?! სიმართლე და სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

მანამდე, გიორგი ვაშაძის ძმამ დავით ვაშაძემ იმ საოფისე ფართებთან კავშირი უარყოფო, სადაც ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა.

მისი თქმით, მას მხოლოდ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.

„მე ვფლობ ამ შენობაში 25%-ს და ჩემი წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს საკუთრებაში 100%-ით. შპს „თბილისი თაიმსი“ არის ასევე ჩემი კომპანია და დაახლოებით, 7 წელია აქ სასტუმრო მაქვს. შესაბამისად, სხვა ფართებთან მე საერთოდ შეხება არ მაქვს და ვერ მაქვს", განაცხადა დავით ვაშაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

რაც შეეხება „პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, "აღნიშნულ შენობაში „ქოლცენტრი“ გიორგი ვაშაძესა და უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერ დავით არახამიას ეკუთვნით", დავით ვაშაძის თქმით, "ეს შეუძლიათ შესაბამისმა უწყებებმა გამოიძიონ".

„მოდით, გამოვიძიოთ. ზოგადად, ეს საკითხი მთელ ქვეყანას აწუხებს და ჩემთვისაც ძალიან შემაწუხებელია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ უცხოელთან მაქვს ურთიერთობა და ჩვენს ქვეყანას ძალიან აქვს სახელი ამის გამო გაფუჭებული. ჩემი აზრით, კარგი იქნება გამოიძიონ შესაბამისმა სტრუქტურებმა, პარლამენტშიც არის ინიცირებული საგამოძიებო კომისია და ამ „ქოლცენტრიდან“ დაიწყონ, შეისწავლონ, ვის აქვს რამე შეხება“, — განაცხადა დავით ვაშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S