Accentnews.ge
სახდეპის ბიურო მიესალმება თბილისის ძალისხმევას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით

სახდეპის ბიურო მიესალმება თბილისის ძალისხმევას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით

06/05/2023 12:57:19 პოლიტიკა

მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზე.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, მონაწილეობა მიიღეს რენტგენო სკანერის გადაცემის ცერემონიაში, რომელიც ბათუმის აეროპორტში გაიმართა და მიზნად ისახავს აკრძალული საქონლის გამოვლენის შესაძლებლობის განმტკიცებას.

„ეს ფაქტი გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხოლო საბაჟოსა და საზღვრის დაცვის უწყებებს დაეხმარება აკრძალული და მასობრივი განადგურების იარაღის ტრეფიკინგის აღკვეთაში“, – აღნიშნულია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სანქციების კოორდინატორმა, ჯიმ ობრაიენმა თქვა, რომ ფინანსური სანქციების მხრივ საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს, თუმცა საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტი მომატებულია:

“ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო წლის ბოლომდე, ანუ იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით, რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება”, — თქვა მან.ობრაიენმა ასევე დასძინა, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს.

“ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ალბათ, ისინი ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გაგზავნიან, მათ შეიძლება იციან ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა”, — დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S