Accentnews.ge
ფრიდი : 'ზოგიერთი ჩვენგანი 2008 წლის ომის შემდეგ პუტინის აგრესიულ საგარეო კურსში დარწმუნებული იყო"

ფრიდი : 'ზოგიერთი ჩვენგანი 2008 წლის ომის შემდეგ პუტინის აგრესიულ საგარეო კურსში დარწმუნებული იყო"

07/05/2023 09:03:45 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი Twitter-ზე წერს, რომ ამერიკაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიულ კურსში ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დარწმუნდნენ.

"ზოგიერთი ჩვენგანი საკმაოდ დარწმუნებული იყო პუტინის აგრესიულ საგარეო კურსში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შემდეგ და პუტინის მუქარის შემდეგ ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ყირიმის რუსეთად აღიარებაზე",- წერს ფრიდი.

კიდევ ერთი ამერიკელი დიპლომატი, 1995-97 წლებში აშშ-ის ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი აღნიშნავს, რომ ათი წლის წინ რამდენიმე ექსპერტი თუ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი შინაგანად ისეთი რეპრესიული გახდებოდა და გარეგნულად ისეთი აგრესიული, როგორიც გახდა.

"ათი წლის წინ, რამდენიმე ექსპერტი თუ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი გახდებოდა ისეთი რეპრესიული შიდა და ისეთი აგრესიული გარეგნულად, როგორც გახდა. ან რომ რუსეთი აწარმოებდა ასეთ ფართომასშტაბურ, არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში",- დაწერა კორტნიმ.

ზემოაღნიშნული განცხადებები ამერიკელმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს ამერიკის 42-ე პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის ჯერ კიდევ 2011 წელს მიხვდა, რომ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრა "უბრალოდ დროის საკითხი" იყო. კლინტონის ინტერვიუს Financial Times-მა გაავრცელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S