Accentnews.ge
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა

08/05/2023 04:30:25 პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა.

კომისიის ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105 314 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 29 591-მა.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“).

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია:

№21 ბესიკ წულეისკირი - „თავისუფალი საქართველო”- 1 359 ხმა, 4.70%.

№41 გიორგი ხახუბია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 27 551 ხმა, 95.30%.

ცესკოს ცნობით, კენჭისყრის დღე და შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა "კანონმდებლობის შესაბამისად".

კომისია აღნიშნავს, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა და კენჭისყრის პროცესი "წარმატებით განხორციელდა".

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებს, მათი შედეგები შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა 5 მაისს გამართულ სხდომებზე შეაჯამეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S