Accentnews.ge
არახამია  – დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ საქართელოს მოქმედი მთავრობა ხელისუფლებაში აღარ იქნება

არახამია  – დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ საქართელოს მოქმედი მთავრობა ხელისუფლებაში აღარ იქნება

08/05/2023 04:49:57 პოლიტიკა

უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ საქართელოს მოქმედი მთავრობა ხელისუფლებაში აღარ იქნება. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, იგი საქართველოში ჩამოსვლას მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვაზე აპირებდა, მაგრამ მოსალოდნელი, სავარაუდო ესკალაციის გამო თავი შეიკავა.

„ზუსტად არ ვიცი, გამაფრთხილეს. ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები, იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება. ისე აუცილებლად ჩამოვიდოდი. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ალბათ აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და იქნება ან ახალი ძალა, ან კოალიცია. ივანიშვილი ათ წელზე მეტია რაც არის და ის არც მეფეა, არც მონარქი, არც დიქტატურაა. დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მას საკადრის პასუხს გასცემს“, - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, არახამია.

ქართველი კინომსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 19 იანვარს დაკრძალეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S