Accentnews.ge
კვლევა: 47% მიიჩნევს, რომ თბილისი არ უნდა შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

კვლევა: 47% მიიჩნევს, რომ თბილისი არ უნდა შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

08/05/2023 08:05:52 პოლიტიკა

„ზინქ ნეთვორქის“ და „CRRC საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ჯამურად 47% მიიჩნევს, რომ თბილისი არ უნდა შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

სანქციებთან საქართველოს მიერთების მხარდამჭერთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 22%-ს. დანარჩენი მოსახლეობა ამ საკითხის მიმართ ან ნეიტრალურია, ან პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება მიზეზებს, მოქალაქეთა დიდი ნაწილი [43%] ფიქრობს, რომ სანქციებთან შეერთება რუსეთის საქართველოზე თავდასხმას გამოიწვევს. ამ აზრს ჯამურად 20% არ ეთანხმება. დანარჩენი მოსახლეობა ამ საკითხის მიმართ ან ნეიტრალურია, ან პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი მუშაობს. 19% ამბობს, რომ ისინი უკვე მუშაობს, 22% კი მიიჩნევს, რომ არ იმუშავებს მოკლე, თუმცა ეფექტი ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში. 27% კი აცხადებს, რომ სანქციები სულაც არ მუშაობს.

კვლევა ჩატარებულია USAID-ის მხარდაჭერით, „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით, საველე სამუშაოები ჩაატარა „CRRC საქართველომ“. ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ, გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 25%.

გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, წარმომადგენლობითია მთელი საქართველოსი, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4%.

აგრეთვე, 10-14 მარტს ჩატარდა დამატებითი 1048 სატელოფონო ინტერვიუ. ამ შემთხვევაში ცდომილებამ შეადგინა +-2,6%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S