Accentnews.ge
კვლევა: გამოკითხული მოსახლეობის 81% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

კვლევა: გამოკითხული მოსახლეობის 81% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

08/05/2023 08:12:40 პოლიტიკა

„ზინქ ნეთვორქის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, 2023 წლის მარტის მონაცემებით, გამოკითხული მოსახლეობის 81% მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

კერძოდ, რესპონდენტთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 81% - მხარს ვუჭერ
  • 8% - ვეწინააღმდეგები
  • 5% - ჩემთვის სულერთია
  • 6% - არ ვიცი/ უარი პასუხზე.

ამასთან, როგორც კვლევამ აჩვენა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინი ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მოტივაციად რჩება:

  • 55% - ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება
  • 33% - საქართველოში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება
  • 30% - დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები იქნება
  • 27% - საქართველო საგარეო საფრთხეებისგან უკეთ იქნება დაცული
  • 18% - ვიზის გარეშე შევძლებ ევროკავშირში მოგზაურობას
  • 16% - ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად უკეთესი შანსი გაჩნდება
  • 9% - ქართული კულტურა და ტრადიციები უკეთ იქნება დაცული
  • 3% - გარემოს მდგომარეობა გაუმჯობესდება

კვლევა ჩატარდა USAID-ს მხარდაჭერით, „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა „CRRC საქართველომ“. ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ, გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 25%.

გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე პერიოდში მთელს საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +-2.4%-ს შეადგენდა.

10-14 მარტს ჩატარდა დამატებით 1048 სატელოფონო ინტერვიუ. ამ შემთხვევაში ცდომილებამ შეადგინა +-2,6%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S