Accentnews.ge
კვლევა: მოქალაქეთა 43% აზრით, "ქართული ოცნება" საკმარისს არ აკეთებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად

კვლევა: მოქალაქეთა 43% აზრით, "ქართული ოცნება" საკმარისს არ აკეთებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად

08/05/2023 08:20:13 პოლიტიკა

„ზინქ ნეთვორქის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, 2023 წლის მარტის მონაცემებით, გამოკითხული მოსახლეობის 43% მიიჩნევდა, რომ "ქართული ოცნება" საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

კერძოდ, რესპონდენტთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 43% - "ქართული ოცნება" საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად, რადგან ეს მისი ძალაუფლების შემცირებას ნიშნავს
  • 25% - "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები (იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს)
  • 11% - არცერთს არ ვეთანხმები
  • 20%- არ ვიცი/უარი პასუხზე

კვლევა ჩატარდა USAID-ს მხარდაჭერით, „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით, საველე სამუშაოები ჩაატარა „CRRC საქართველომ“.

ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ, გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 25%.

გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე პერიოდში მთელს საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +-2.4% იყო.

10-14 მარტს ჩატარდა დამატებით 1048 სატელოფონო ინტერვიუ. ამ შემთხვევაში ცდომილებამ შეადგინა +-2,6%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S