ბექა ლილუაშვილი: "თუ "ოცნების" კანონპროექტი დამტკიცდება, მომდევნო არჩევნების ბედი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში გადაწყდება"
08/05/2023 10:28:38 პოლიტიკა
პარტიის „საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში "მომდევნო არჩევნების ბედი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში გადაწყდება".
ლილუაშვილის შეფასებით, ხსენებული ცვლილებების ინიცირება "მოწმობს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად უკვე ემზადება".
"მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მოახდინოს მაქსიმალური მობილიზაცია მომდევნო არჩევნებზე, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს არჩევნების გაყალბების საშუალება"- განაცხადა ლილუაშვილმა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მასვე ექნება უფლებამოსილება, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია.
ამ სიახლის შესახებ საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია "ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ აცნობა და იქვე დასძინა, რომ ""ხელისუფლება ფაქტობრივად, ცესკოს ერთპარტიულ ოკუპაციას ახორციელებს". "ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური პრეროგატივა ერთმევა. ეს არის იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, განპირობებული იმით, რომ პრეზიდენტმა სასურველი კანდიდატები არ წარუდგინა პარლამენტს. თუ ეს პროექტი კანონად იქცევა, ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა სიორიძემ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე ინფორმაციით, იცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაც და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) იქნება საკმარისი. ამ შემთხვევაში ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
ცნობისთვის: მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და კონკურსს აცხადებს. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი ქვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრებათ. 2/3-იანი ქვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვით.
„საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება. კერძოდ, მომზადებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იგი იქნება უფლებამოსილი, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია.
"ხელისუფლება მზადებას იწყებს არჩევნებისთვის და ცესკოს ფაქტობრივად, ერთპარტიულ ოკუპაციას უკეთებს", - განაცხადა სიორიძემ საარჩევნო ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური პრეროგატივა ერთმევა:
"ეს არის იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რაც განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტმა სასურველი კანდიდატები არ წარუდგინა პარლამენტს. თუ ეს პროექტი კანონად იქცევა, ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი".
მისი განცხადებით, ასევე შეიცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) საკმარისი იქნება. ამ შემთხვევაში ისინი 5 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.
მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და აცხადებს კონკურსს.
ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვის ვადით.
„საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს.


